Friday, 6 March 2015

მე-9 დღე

დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები
     მარინა ქოროღლიშვილმა წარმოადგინა პროექტი-"ჩემი სკოლა", სადაც საინტერესოდ წარმოაჩინა დოტაციური  სკოლის პრობლემები და იკვლევს გადაჭრის გზებს. პროექტი არის მეტად საჭირო.
     ნინო ჭუმბურიძე იკვლევს მიუსაფარი ბავშვების პრობლემებს და ხელს უწყობს ბავშვების ჩართულობას ნებისმიერი კუთხით.
     მეგი ჯიჯიაშვილი გვესაუბრა მუსიკის როლზე ადამიანების ცხოვრებაში.
     ნინო ჭონქაძე გვესაუბრა "მივაღწევ თუ არა მიზანს ინგლისურის გარეშე" თვლის, რომ 21-ე საუკუნეში ამის გარეშე არ შეიძლება.
     ქეთევან დავითაშვილი გვესაუბრა "მდინარეების პრობლემა საქართველოში" პოპულარიზციას უწევს ბავშვების ჩართულობას  მდინარეების მოვლის პროცესებში
    ქეთი ტალახაძემ წარმოგვიდგინა "ჩემი ოცნების სახლი" მაღალმთიან რაიონებში როგორი სახლის აგება იქნებოდა უკეთესი. ძირითადად როგორი ტიპის სახურავები იქნებოდა უკეთესი
      ნაირა      მახარაძე         ენერგიის გამოყენება და გარემოს დაცვა.ძალიან საინტერესო იყო. დასვა პრობლემა და ისაუბრა გადაჭრის გზებზე. დასკვნის სახით გადაწყვიტეს ნარგავები დარგონ და დაეხმარონ ბუნებას.
 ნანა დოლიძემ ისაუბრა წიგნის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში.  საშიშროებაზე რომ შეიძლება წიგნი ჩაანაცვლოს კომპიუტერმა. ისუბრა წიგნის აუცილებლობაზე, წარმოშობის ისტორიაზე, პოპულარიზაციაზე.
 ინგა ღუღუნიშვილი გვესაუბრა  ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე, როგორ უნდა დავიცვათ  თავი რადიაციული დასხივებისგან.პროექტი ზალიან აქტუალურია . მე, რომ ვიყო ინგას მოსწავლე ძალიან დიდი მონდომებით ჩავერთვებოდი.
   საერთოდ ეს პროექტი ძალიან საინტერესო იყო. კარგი ადამიანები გავიცანი. ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამე ვისწავლე. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას.

Sunday, 1 March 2015

მე-8 დღე

დღეს ვისწავლეთ როგორ  დავდოთ  ბლოგზე ვებ-გვერდები,გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს რესურსებში და შევავსეთ კითხვარი. შევამოწმეთ ჩვენი მასალები. დავალება უნდა დავასრულოთ კითხვარი.

Saturday, 28 February 2015

მე-7 დღე

დღეს მე-6 მოდულში განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.
 ვეცნობით პრეზენტაციას ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს. და ვავსებთ თვითშეფასების ფორმას,რომელიც დამეხმარება სწავლის პროცესში ხელი შევუწყო მოსწავლეთა თვითრეგულაციურ სწავლებას. მოსწავლლებს შევუქმენით პრეზენტაციის შაბლონი,რათა დავეხმაროთ რთული დავალების შესრულებაში.  ავტვირთეთ დრაივზე ახალი მასალები .ეს მოდული ძალიან დამეხმარება მოსწავლეთა დიფერენცირებაში. 
დავალება რესურსებში გავეცნოთ მოსწავლეთა დოკუმენტებს.

Sunday, 22 February 2015

მე-6 დღე

დღეს პროცედურების დაგეგმვისთვის პორტფოლიოს რუბრიკით ვიხელმძღვანელეთ  შეფასებისთვის ინდიკატორები დავწერე სასწავლო ამოცანებიდან გამომდინარე. მოსწავლის ნიმუში გამოვაქვეყნე ბლოგზე,შემდეგ გადავიყვანე დრაივის ფორმატში,იმისათვის რომ ჩამესწორებინა.შევადგინე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და ავტვირთე დრაივში შეფასების საქაღალდეში. აგრეთვე გავეცანი დოკუმენტს თვითშეფასების რეფლექსია ისიც ავტვირთე დრაივში. დავალებად  თითოეული ამოცანისთვის უნდა დავწერო აქტივობა და ეს აქტივობები ჩავწეროთ სასწავლო პროცედურებში. ძალიან დავიღალე, მაგრამ ბევრი რამე ვისწავლე.

Saturday, 21 February 2015

მოსწავლის ნიმუში

მე-5 დღე

დღეს  ვისწავლეთ დრაივის ფორმატში გადაყვანა. გავუგზავნეთ ერთმანეთს კომენტარები, რჩევები უკუკავშირისთვის. ვისწავლე როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები. ჩავდექით მოსწავლის პოზიციაში და მოვამზადეთ პრეზენტაცია თემის შესახებ. 

Sunday, 15 February 2015

მე-4 დღე

დღეს II  მოდულის III აქტივობიდან შეფასების 5 მიზანს გავეცანით, შევისწავლეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების სქემა: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე.    შევიტანეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო. ეს ყველაფერი ავტვირთეთ დრაივში. 

Saturday, 14 February 2015

მე-3 დღე

ბუკლეტების ნახვის შემდეგ,   ჩავწერეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები შინაარსობრივ სტანდარტებსა და ინდიკატორებში. ვხსნით სტნდარტებსა და მიზნების რუბრიკას, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სააზროვნო უნარები და ზმნები შევადარეთ სტანდრტს. შემდეგ ვხსნით 21 -ე საუკუნის უნარჩვევებს და შესაბამის ლექსიკას, ეს გვეხმარება მიზნების დაწერასა და ჩამოყალიბებაში, ვისწავლე,რომ მიზნები უნდა გამომდინარეობდეს სტანდარტიდან .მიზნები უნდა იყოს კონკრეტული,მკაფიოდ განსაზღვრული, არაბუნდოვანი.ვისწავლე,რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო უნდა იყოს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ჩამოვწერეთ კითხვები. გავეცანით პრეზენტაციას " მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები".ჩემი საქაღალდე ავტვირთე დრაივში.

Sunday, 8 February 2015

მე-2 დღე

მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები. გავერკვიე როგორი უნდა იყოს პროექტის შინაარსი. ეროვნული სასწავლო გეგმიდან სასწავლო პროექტის გეგმა შევავსეთ ნაწილობრივ. ვისწავლე ბუკლეტის შექმნა. ვისწავლე ctrlf -ით სიტყვებით და სიმბოლოებით მასალების სწრაფი  მოძებნა. დავალება: ბუკლეტი უნდა დავასრულოთ .

Saturday, 7 February 2015

I დღე

2015 წლის 7 თებერვალს  ტრეინინგის პირველ დღეს გავეცანით ერთმანეთს კურსის მონაწილეები.ტრენერმა სასიამოვნო გარემო შექმნა .გავიაზრე, რომ კურსი დამეხმარება მოსწავლეთა უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.გავეცანი პროექტის მოთხოვნებს.გავიგე, რომ პროექტზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს,რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტს და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან.  ვისწავლე, რომ  ჩეკლისტი იმისთვის არის საჭირო, რომ გავიგო რომელი აქტივობა განვახორციელე. ვისწავლე viewer-ში მუშაობა. გავეცანი სასწავლო პროექტების  პორტფოლიოს, პროექტი უკეთესად ავითარებს 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს.
დავალება: უნდა  მოვიფიქრო პროექტის იდეა და გადავხედო 21 საუკუნის უნარ-ჩვევევებს. რომეო და ჯულიეტას პროექტის გეგმას.მადლობა დღევანდელი დღისთვის ქალბატონ მანანას და პროექტის ორგანიზატორებს.