Friday, 6 March 2015

მე-9 დღე

დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები
     მარინა ქოროღლიშვილმა წარმოადგინა პროექტი-"ჩემი სკოლა", სადაც საინტერესოდ წარმოაჩინა დოტაციური  სკოლის პრობლემები და იკვლევს გადაჭრის გზებს. პროექტი არის მეტად საჭირო.
     ნინო ჭუმბურიძე იკვლევს მიუსაფარი ბავშვების პრობლემებს და ხელს უწყობს ბავშვების ჩართულობას ნებისმიერი კუთხით.
     მეგი ჯიჯიაშვილი გვესაუბრა მუსიკის როლზე ადამიანების ცხოვრებაში.
     ნინო ჭონქაძე გვესაუბრა "მივაღწევ თუ არა მიზანს ინგლისურის გარეშე" თვლის, რომ 21-ე საუკუნეში ამის გარეშე არ შეიძლება.
     ქეთევან დავითაშვილი გვესაუბრა "მდინარეების პრობლემა საქართველოში" პოპულარიზციას უწევს ბავშვების ჩართულობას  მდინარეების მოვლის პროცესებში
    ქეთი ტალახაძემ წარმოგვიდგინა "ჩემი ოცნების სახლი" მაღალმთიან რაიონებში როგორი სახლის აგება იქნებოდა უკეთესი. ძირითადად როგორი ტიპის სახურავები იქნებოდა უკეთესი
      ნაირა      მახარაძე         ენერგიის გამოყენება და გარემოს დაცვა.ძალიან საინტერესო იყო. დასვა პრობლემა და ისაუბრა გადაჭრის გზებზე. დასკვნის სახით გადაწყვიტეს ნარგავები დარგონ და დაეხმარონ ბუნებას.
 ნანა დოლიძემ ისაუბრა წიგნის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში.  საშიშროებაზე რომ შეიძლება წიგნი ჩაანაცვლოს კომპიუტერმა. ისუბრა წიგნის აუცილებლობაზე, წარმოშობის ისტორიაზე, პოპულარიზაციაზე.
 ინგა ღუღუნიშვილი გვესაუბრა  ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე, როგორ უნდა დავიცვათ  თავი რადიაციული დასხივებისგან.პროექტი ზალიან აქტუალურია . მე, რომ ვიყო ინგას მოსწავლე ძალიან დიდი მონდომებით ჩავერთვებოდი.
   საერთოდ ეს პროექტი ძალიან საინტერესო იყო. კარგი ადამიანები გავიცანი. ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამე ვისწავლე. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას.

No comments:

Post a Comment